მედია კავშირი „ობიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„გასული საუკუნის 80-იანი წლების დამლევს (და მანამდეც, ათწლეულების განმავლობაში) ეროვნული იდეა იყო საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დავბორიალობთ და აქეთ-იქით ვეხეთქებით, რადგან ეროვნული იდეა მიღწეულად ჩავთვალეთ და მივიძინეთ. გვეგონა, რომ საქმე უკვე გავაკეთეთ და სახელმწიფოს შექმნას ხელს ვეღარაფერი შეუშლიდა.
ეს იყო შეცდომა!
ეს იყო საბედისწერო შეცდომა!
დროა პოლიტიკური სპექტრმა საზოგადოების გონიერ ნაწილთან ერთად გამოკვეთოს ახალი ეროვნული იდეა - საქართველოს სახელმწიფოს შექმნა!
მხოლოდ ამ ეროვნული იდეის გარშემო გაერთიანებით მოხერხდება საქართველოს სახელმწიფოს შექმნა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცება!
ჩვენ საერთო-ეროვნულმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს მიუხედავად პოლიტიკური განსხვავებულობის და ამის გამოც!
ეს არ ნიშნავს ერთპარტიულ ხედვას, პირიქით, ყველამ ჩვენი თუნდაც მცირე წვლილი უნდა შევიტანოთ ამ იდეის განხორციელებაში.
ჩვენ უნდა შევქმნათ საქართველოს სახელმწიფო!“