logo_geo
eng_logo
გია გაბრიჩიძე: მათი სახელი ლეგიონია!
- +

1 ივნისი. 2020. 22:38

 

 

ჟურნალისტი გია გაბრიჩიძე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

პოსტის დაწერა მინდოდა, მაგრამ გავერთე და სტატია გამომივიდა. დროზე გავჩერდი. ახლა იმას რაც დავწერე დავდებ, მერე ცხადია ცოტას დავამატებ და ხუთშაბათის ნომერში გავუშვებ

 

მათი სახელი ლეგიონია!

 

მოკლედ ვიტყვი - სრულიად შესაძლებელია, რომ ამ პოსტს საკმაოდ ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდეს და დამამუნათოს იმაში, რომ რაღაც „შეთქმულების თეორიის“ გავლენის ქვეშ მოვექეცი, მაგრამ ის რაც ხდება როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენს თავს (და ჩვენს თავს უფრო მტკივნეულად, რადგანაც პატარა ქვეყანა ვართ), აშშ-ში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადი გახადა.

 

აგრესიული ლიბერალიზმი ნელ-ნელა შემოვიდა და ხალხის ცნობიერებაში ფრაზით „აქვს არსებობის უფლება“, საკმაოდ მყარად დამკვიდრდა.

 

არ დავიწყებ ისტორიულ წიაღსვლებს, მაგრამ ყველამ ვიცით თუ როგორ მკვიდრდებოდა ფაშიზმი და ბოლშევიზმი. ვიცით ის, თუ როგორ მოდიოდნენ ისინი დიდი სახელმწიფოების მმართველობაში და ვიცით ის შედეგებიც, რაც ამ ყველაფერს მოჰყვა.

 

ჩვენ ასე, თუ ისე შედარებით ნაკლები დანაკარგებით გამოვდიოდით იმ უბედურებებისგან, მაგრამ აგრესიულმა ლიბერალიზმმა საკმაოდ დიდი ზიანი უკვე მოგვაყენა.

ფაშიზმისა და ბოლშევიზმის გავრცელება ჩვენთან იმ სისწრაფით ვერ ხდებოდა რადგანაც მაშინ მწირი კომუნიკაცია იყო და მწირი ფინანსები იხარჯებოდა.

 

აგრესიული ლიბერალიზმის შემთხვევაში საექსპერიმენტო თვალსაზრისით ჩვენსკენ ფინანსების საკმაოდ სოლიდური თანხები წამოვიდა ჯერ ე.წ. არასამთავრობო სექტორის, ხოლო შემდგომ გარკვეული პოლიტიკური პარტიების მიმართულებით.

 

მათ საკმაოდ დიდი გავლენა დაამყარეს საინფორმაციო საშუალებებზე და საზოგადოებას სწორედაც რომ ბოლშევიკურ-ფაშისტური მეთოდებით მოუსპეს ალტერნატიული აზრის მიღების უფლება. მოუსპეს რეალური მსჯელობის და ამ მსჯელობიდან საღი აზრის გამოტანის საშუალება.

 

არ დავიწყებ იმ მეთოდების ჩამოთვლას, რასაც „ქართვლელი ლიბერალები“ იყენებენ, რადგანაც ეს ყველასთვის ცნობილია. რწმენის, განათლების, ჯანსაღი ურთიერთობის წინააღმდეგ განხორციელებულ დარტყმებს ფაქტობრივად არაფერი წინააღმდეგობა არ ხვდებოდა, ხოლო მოწინააღმდეგენი მაშინვე ირაცხებოდნენ როგორც „ბნელები“, „რუსული გავლენის ქვეშ მყოფი“ და ყოველგვარი პროგრესულის მტრები.

 

გავიმეორებ ჩემი მეგობრის, შესანიშნავი ანალიტიკოსის გიორგი ცუცქირიძის სიტყვებს „დღეს რაც ვაშინგტონში და ამერიკის სხვა ქალაქებში ხდება, ეს არის კარგად მართული პროცესი, დემოკრატების და მეოთხე ლიბერალური ინტერნაციონალის ღია ომი პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ, შავკანიანი მოსახლეობის და არა მხოლოდ, მთლიანად ფერადკანიანი ამერიკელების აჯანყების მიზნით და საარჩევნო ხმების წასართმევად.“

 

საარჩევნო პროცესები დღევანდელი ქართული პოლიტიკის ის აქილევსის ქუსლია, რომელის მართვა და მასზე გავლენის მოპოვება ქართველი აგრესიული ლიბერალების უმთავრესი მიზანია.

 

სამწუხაროდ ეს „ქუსლი“ მმართველ პოლიტიკურ ძალაში ჩაბუდებული იდეურად აგრესილი ლიბერალების „წყალობით“ საკმაოდ გაშიშვლებულია და მასზე ყოველდღიურად საკმაოდ მტკივნეული დარტყმები ფორსირებულად ხორციელდება.

 

მათთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს დღევანდელ გამოწვევებს. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს იმას კოვიდ 19 მძვინვარებს, თუ ეკონომიკა სერიოზული პრობლემების წინაშე დგას.

 

მათთვის მთავარია ებრძოლონ ხალხის ერთიანობას, ებრძოლონ მათ, ვინც ცდილობს არსებული სიტუაციიდან ქვეყნის გამოყვანას, მის გადარჩენას და ბავშვებს ასწავლონ „ვინ დააკუკა თავზე თხუნელას“ (ამ რამდენიმე წლის წინ საბავშვო სახელმძღვანელოებში შეტანილი უსაზიზღრესი „მოთხრობა“).

 

მედია, რომელიც ფაქტობრივად ოკუპირებული აქვთ „ცივილურად“ და „დასავლურად“ მოაზროვნე თხუნელებს, არ ინტერესდება, თუ ვინ აკუკებს თავზე.

 

ამას კი ის მდაბიო აზროვნება იწვევს, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა ფული, იმ ფულით შვებულების დროს სადმე მილანის ტუალეტში გადაღებული სელფია მთავარი.

მთავრია ისეთი უაზრო სიტყვების რახარუხი, როგორიცაა მაგ: სერაპრელევანტურად გამოკვლეული მოწყვლადი ჯგუფის ავთენტური იმპლემენტაციის ორკესტრირების ნარატივი.

 

და ჰგონიათ, რომ რაც უფრო მეტ მსგავს უაზრობას იტყვიან, მათი „ჟურნალისზმი“ (ვინმე თეა ადეიშვილის მოგონილი სიტყვა), უფრო მაგარი იქნება.

 

სწორედ ამიტომ ხდებიან აგრესული ლიბერალების ბოკერიას, ლომჯარიას, სალაძის და მათი კლასტერის სხვა „ლიდერების“მონები და როგორც ყველა მონას, ბატონის იდეის ყოველგვარი რევიზია, პირად მტრობად მიაჩნიათ.

 

ეს კი გაუნათლებლობის ბრალია, რადგანაც თავისუფლება განათლებაშია.

 

მათ ხშირირად ტროცკისტებს ადარებენ.

 

არა ბატონებო, ტროცკიზმთან მათ არანაირი კავშირი არა აქვთ. ისინი ფაქტობრივად იმ მონღოლების სულიერი შთამომავლები არიან, რომლებიც ამტვრევდნენ ყველაფერს, რისი არსიც არ ესმოდათ.

 

მათ არ ესმთ სიყვარულის, მეგობრობის, სამშობლოს არსი და სწორედ ამიტომაცაა მათი ბრძოლა ეკლესიის, ოჯახის, განათლებული მომავლის წინააღმდეგ მიმართული.

 

არ მინდა კონკრეტულად იმ მედიასაშუალებების ჩამოთვლა, რომლებიც სუბუდაი ბაღათერის (ჩინგიზ ხანის მარჯვენა ხელი) ტუმენივით (10 000 მეომარი) იბრძვის ამ ყველაფრის დასანგრევად.

 

არ მინდა, რადგანაც ყველამ კარგად ვიცით მათი სახელები და ვიცით, რომ „მათი სახელი ლეგიონია“!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner