logo_geo
eng_logo
დავით თარხან-მოურავი: NDI არჩევნებამდე კვლევებს აღარ ჩაატარებს
- +

19 ივნისი. 2016. 15:54


„NDI არჩევნებამდე კვლევებს და ეგზიტპოლებს აღარ ჩაატარებს" - ამის შესახებ „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა ტელეკომპანია „პირველის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ამაში ის  NDI-ს სამეთვალყურეო საბჭოს დელეგაციამ დაარწმუნა. 


დღეს იყო ჩვენი პარტიის შეხვედრა NDI-სთანჩამობრძანდნენ სენატორები, კონგრესმენები, თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები. ეს არის მაგალითი იმისა, რომ ბრძოლა ყოველთვის საჭიროა, ეს არის მაგალითი, რომ ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც არა მარტო ის ვიცით, რაც უნდა გაკეთდეს, ვიცით , როგორ.

 

თქვენ გახსოვთ, მთელი ამბავი იყო NDI- კვლევებზესულ ვამბობდით, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ ჩავატარეთ კვლევა, ვაჩვენეთ, რომ მოსახლეობის 67% საერთოდ არ ენდობა NDI-, ვაჩვენეთ, რომ 26%-მა საერთოდ არ იცის, ვინაა NDI  და II. ეს შედეგები ჩვენ დავაგზავნეთ ყველა სენატორთან, ყველა კონგრესმენთან, ყველა ევროდეპუტატთან. აი, ჩამოვიდა NDI-  სამეთვალყურეო საბჭოს დელეგაცია, შედგა საუბარი და მათი პოზიციაარომ აღარ ჩაატარებს არავითარ კვლევებს და ეგზიტპოლებს არჩევნებამდე. ჩვენ ამაში დაგვარწმუნა NDI-   სამეთვალყურეო საბჭომ  და მე ვთვლირომ ეს ქართველი ხალხის გამარჯვებაა"- განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner