ირაკლი ლატარია აშშ-ში განვითარებულ მოვლენებს აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:
„რუსეთის მოქალაქე გრიგოლ ვაშაძე რას ამბობს თეთრ სახლთან მიახლოების გამო დაპატიმრებულ ამერიკის მოქალაქეებზე? უკრაინის მოქალაქე სააკაშვილისგან, არ მიუღია ჯერ დირექტივა კანონის ათჯერ მეტად დარღვევისათვის დაპატიმრებულ საქართველოს მოქალაქეების პოლიტმატიმრებად გამოცხადების პარალელებზე?
მაგრამ მე მაინც მჯერა, რომ ,,დაუნ დე დიქტეიტე" ჩაერევა ამ ყველაფერში და თეთრ სახლთან აქციებს შეურთდება, როგორც ,,ნამდვილი" და ,,უანგარო" სიმართლის დამცველი“- წერს ლატარია.
შეგახსენებთ, რომ მინეაპოლისში პოლიციელის მიერ ამერიკის მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოსახლეობის საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება, მომიტინგეებმა თეთრ სახლში შეჭრაც სცადეს, თუმცა შეიერაღებულმა ძალებმა საპროტესტო აქცია დაარბიეს და რამდენიმე პირი დააკავეს.