logo_geo
eng_logo
კოკო გამსახურდია: ეს ისტორია წავიგინდარო კინტოების მოგონილია, რომლებსაც კონსტანტინე ლატენტურად ეჯავრებოდათ, გალაკტიონი კიდევ "ეხატათ"
- +

2 ივნისი. 2020. 00:26

 

 

კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი, კოკო გამსახურდია ფეისბუქ ჯგუფში „წიგნის ჭიები“ საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. 

 

 

წელიწადში რამოდენიმეჯერ ჯგუფში ბრუნდება ხოლმე ძველი თემები და სახალისო ისტორიები. ერთი ასეთია - ვითომ კონსტანტინე გამსახურდია და გალაკტიონი "ლომოთი" და "ვეფხვოთო" მიმართავდნენ ერთმანეთს.

 

"ლომო", "ვეფხვო", "ავაზა," "ფოცხვერი," და მსგავსი მიმართვები სინამდვილეში არასოდეს ყოფილა, რომ იცოდეთ. ეს ცოტა არ იყოს, მოდებილო ისტორია წავიგინდარო კინტოების მოგონილია, რომლებსაც კონსტანტინე ლატენტურად ეჯავრებოდათ, გალაკტიონი კიდევ "ეხატათ". კონსტანტინე ცოტა სხვა სამყაროს წარმომადგენელი იყო, ვიდრე აღნიშნული კინტოები, არ სჩვეოდა ასეთი ზარხოშნარევი მიმართვები ზოოლოგიური სამყაროს წარმომადგენელთა მოშველიებით.“- წერს კოკო გამსახურდია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner