თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აფეთქების ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ, სამართალდაცველებმა მამაკაცი დააკავეს.
ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.