logo_geo
eng_logo
ამაშუკელის ქუჩაზე, სადაც აფეთქება მოხდა ადმინისტრაციული წესით ერთი პირი დააკავეს
- +

2 ივნისი. 2020. 01:04

 

 

 

თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე, გაზგასამართ სადგურზე, სადაც აფეთქება მოხდა, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ერთი პირი დააკავეს.

 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევისთვის დააპატიმრეს, რაც სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

 

არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი აფეთქების ეპიცენტრთან მიახლოებას ცდილობდა, რასაც სამართალდამცველების მხრიდან გაფრთხილება მოჰყვა, გაფრთხილების უგულებელყოფის შემდეგ, სამართალდაცველებმა მამაკაცი დააკავეს.

 

ცნობისთვის, თბილისში, ნუცუბიძის მე-3 პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, დაშავდა ერთი ადამიანი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner