logo_geo
eng_logo
87 სოფლის 207 ოჯახისათვის მზის პანელები დამონტაჟდა
- +

2 ივნისი. 2020. 01:07

 

 

საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით უშუქო სოფლებში მუდმივად მაცხოვრებელი ოჯახებისთვის, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმ- ქვემო სვანეთის, კახეთისა და აჭარის 16 მუნიციპალიტეტის 87 სოფლის 207 ოჯახისათვის დამონტაჟდა მზის პანელები, – ამის შესახებ ნათქვამია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში, რომელიც პარლამენტს წარედგინა.

 

დოკუმენტის მიხედვით, მშენებლობა-ლიცენზირების და კვლევის ეტაპზეა ჯამში 5 მზის ელექტროსადგურის პროექტი.

 

ასევე საქართველოს მთავრობის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს განხორციელდა მესტიის მუნიციპალიტეტის ორი უშუქო სოფლის - ხალდესა და ჰეშკილის ელექტროენერგიით უზრუნველყოფის მიზნით ელექტროგადამცემი ხაზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები.

 

დოკუმენტში საუბარია გაზიფიცირების პროცესზეც და აღნიშნულია, რომ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები რეგიონებში მოსახლეობის გაზიფიცირების უზრუნველსაყოფად:

 

აშენებულია წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და თიანეთ-ხევსურეთის მკვებავი გაზსადენები. ქვეყნის მასშტაბით ბუნებრივი აირის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა დაახლოებით 16 300 პოტენციურ აბონენტს. 2019 წელს ხელისუფლებამ შეიმუშავა გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 295 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს, ჩაატარებს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს, რისთვისაც 229 მლნ. ლარი დაიხარჯება“, – წერია 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner