logo_geo
eng_logo
ადამ კინზინგერი: ჩვენ გვჭირდება ლიდერობა, წესრიგი უნდა აღდგეს, ახლავე!
- +

2 ივნისი. 2020. 01:43

 

 

ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, პროტესტის უფლება არ ვრცელდება ძეგლების განადგურებაზე, ისტორიული შენობების დაწვაზე, ძარცვასა და საწარმოების განადგურებაზე. ამის შესახებ კონგრესმენი სოციალურ ქსელში წერს.

 

ეს ამაზრზენი, ძალადობრივი არეულობა ახშობს რეალურ საკითხებს, რომლებიც გადასაჭრელია. ჩვენ გვჭირდება ლიდერობა და წესრიგი უნდა აღდგეს, ახლავე“, – წერს კინზინგერი „ტვიტერში“.

 

ამ განცხადებით რესპუბლიკელი კონგრესმენი გამოეხმაურა აშშ-ში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, რომლებიც მინეაპოლისში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებამ გამოიწვია. 46 წლის ფლოიდი პოლიციელის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner