logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს აინტერესებდა, ადამიანი როგორც ფასეულობა, მათ დროს არ არსებობდა
- +

2 ივნისი. 2020. 02:09

 

 

 

ჩვენთვის საბედნიეროდ და ძალიან ბევრი ადამიანის დამსახურებაა, რომ დღეს ოპოზიციას სალაპარაკოც არ აქვს. ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე განშტოება ერთია, მათი კითხვების შინაარსი, დისკუსიის ხარისხიც დეგრადირდა, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილიმა „POSTV“-ის ეთერში განაცხადა.

 

ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება კონსტრუქციული ოპოზიცია, ოპოზიცია, რომელიც კითხვებს სვავს, აკრიტიკებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყანაში სიღარიბე არასოდეს აინტერესებდა, არ აინტერესებდათ მათ ქვეყანაში ადამიანი თავს როგორ გრძნობს და ადამიანი როგორც ფასეულობა, მათ დროს არ არსებობდა და დღეს როდესაც ამ პოლიტიკური ძალიდან გვესმის აღშფოთება, თუ რატომ არ ვეხმარებით 500, 1000 ლარით ყველა მოსახლეს, ამ დროს უნამუსობაა, მორალთან საერთო არ აქვს ამ საკითხის მათი მხრიდან დასმას“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner