logo_geo
eng_logo
როვნაგ აბდულაევი: „სოკარი“ საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის
- +

1 მარტი. 2016. 12:42



„სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა აზერბაიჯანულ სააგენტო „ტრენდს" განუცხადა, რომ „სოკარი" საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის. მისი ცნობით, დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონ კუბური მეტრით.



ადრე შაჰ-დენიზიდან" საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძელით ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას აზერბაიჯანის გაზახის რაიონში აერთიანებს.
აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, შაჰ დენიზიდან" დამატებით 500-700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს, რომლის ნაწილის ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში განხორციელდება", - განუცხადა როვნაგ აბდულაევმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner