logo_geo
eng_logo
Forbes-მა საქართველო ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად დაასახელა
- +

2 ივნისი. 2020. 02:31

 

გამოცემა Forbes-ი საქართველოს იმ 7 ქვეყანას შორის ასახელებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შემდგომ პერიოდში შესაძლოა ძირითად ტურისტულ მიმართულებებად იქცნენ.

 

საქართველო ახლოსაა იმასთან, რომ იდილიური ადგილი გახდეს. დაიწყეთ მოგზაურობა თბილისიდან, ქალაქიდან, რომელშიც მრავლადაა უძველესი ტაძრები და რესტორნები მდინარე მტკვრის სანაპიროზე.

 

დედაქალაქში მიღებული შთაბეჭდილებების შემდე კი დატკბით საქართველოს ულამაზესი ბუნებით და დასავლეთ საქართველოს პატარა მშვენიერი ქალაქებით. არ დაგავიწყდეთ ქართული ღვინის დაგემოვნებაც. საქართველო მსოფლიოში უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა“, - ნათქვამია სტატიაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner