logo_geo
eng_logo
დიმიტრი პესკოვი: საქართველო და უკრაინა მოძმე, მონათესავე ერებია ჩვენთვის, პუტინი დიდ პატივს სცემს ამ ხალხს
- +

2 ივნისი. 2020. 02:52

 

 

 

მიუხედავად კონტაქტების არსებობისა, უკრაინასა და საქართველოსთან მაღალ დონეზე დიალოგის განვითარება არ ხდება, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

 

რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს ხელმძღვანელობას, ვხედავთ, რომ, სამწუხაროდ, გარკვეული კონტაქტების არსებობის მიუხედავად, ვერ დავიკვეხნით მაღალ დონეზე დიალოგის განვითარების პოზიტიური დინამიკით“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

მისივე თქმით, ურთიერთობების განვითარების დინამიკა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ ასრულებს ქვეყნის ხელმძღვანელობა თავის ვალდებულებებს. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინელ და ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

 

ეს მოძმე, მონათესავე ერებია ჩვენთვის, რომლებთანაც ღრმა ისტორიული ფესვები გვაკავშირებს და პრეზიდენტი პუტინი დიდ პატივს სცემს ამ ხალხს“, - დასძინა მან.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner