„რესპუბლიკელი“ კონგრესმენი, მარიო დიას-ბალარტი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან შემდგარ საუბარს გამოეხმაურა.
„დიდებული საუბარი მქონდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი ბერაიასთან. საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული მოკავშირეა და აშშ-მა უნდა განაგრძოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის დაშინების ტაქტიკასა და კიბერშეტევებთან გამკლავების ძალისხმევის მხარდაჭერა“, - დაწერა კონგრესმენმა მარიო დიას-ბალარტმა Twitter-ზე.