სამშაბათს, 21 ივნისს 11:00 სათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ეროვნული მუზეუმის გენერალურ დირექტორთან დაკავშირებულ სამხილებს ჩააბარებს. ამის შესახებ ჟურნალისტი facebook-ზე წერს.
„შეგახსენებთ, რომ 2015 წლის იანვარში მთავარ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ (მტკიცებულებებთან ერთად), რომელსაც ხელს ვაწერთ: ერეკლე საღლიანი, ვაჟა ოთარაშვილი, ირმა ინაშვილი, მე, ნინო მიქიაშვილი და სხვები. ჩვენი განცხადების საფუძველზე საქართველოს ცენტრალურ მუზეუმებში არსებულ ვითარებაზე გამოძიება მალევე დაიწყო. ამ გამოძიების ფარგლებში მეც დამკითხეს.
რამდენადაც ვიცი, მუზეუმების თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაკითხულია და გამოძიება აქტიურ ფაზაშია. ჰოდა, თუ აქტიურ ფაზაშია, ახლა იმედია ასმაგად გააქტიურდება, ისეთ სამხილს ჩავაბარებ მთავარ პროკურატურას", - წერს მიქიაშვილი.