წარმოშობით უნგრელი, ჰოლანდიელი პოლიტიკოსი და 2014 წლიდან ევროპარლამენტის წევრი ნიდერლანდებიდან კატი პირი დიმიტრი ცქიტიშვილის ინიცირებულ კანონპორექტს ეხმიანება.
„მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოს და ევროკავშირისთვის: დასაქმებულთა უფლებების დაცვა ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობით, სოციალური დიალოგით და ძლიერი შრომის ინსპექციით.
ვიმედოვნებ, რომ ყველა პროგრესული პარტია, მათ შორის, მმართველი პარტია ქართული ოცნება, მხარს დაუჭერს შემოთავაზებულ კანონპროექტს.“- აღნიშნავს ევროპარლამენტარი.