logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი „ფორბსის" სტატიაზე: ესაა აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასწია
- +

2 ივნისი. 2020. 20:31

 

 

ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო დონეზე უმაღლესი აღიარება და შეფასება ჰპოვა, - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა, რომელმაც შეფასება გააკეთა „ფორბსის" მიერ საქართველოს „ტურიზმის ამომავალ ვარსკვლავად“ დასახელებასთან დაკავშირებით.

 

მისივე თქმით, საქართველოს 7 ასეთ ქვეყანას შორის დასახელება საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ 19-თან ბრძოლაში გაწეული საქმიანობის შედეგია, რადგან საერთაშორისო მოგზაური მომავალში სამოგზაუროდ სწორედ უსაფრთხო ქვეყანას აირჩევს.

 

ძალიან მოკლე პერიოდში საქართველომ საერთაშორისო დონეზე უმაღლესი აღიარება და შეფასება ჰპოვა. ეს გამოიხატება ისეთი გამოცემების აღიარებით, როგორიც არის „ფორბსი", „ვაშინგტონ პოსტი“, „კონდენასტი“ და სხვა გამოცემები. „ფორბსმა" საქართველო დაასახელა 7 ქვეყანას შორის, როგორც ტურისტულად ამომავალი ვარსკვლავი და ქვეყანა, რომელიც მსოფლიო ტურისტულ რუკაზე გახდება ყველაზე მიმზიდველი საერთაშორისო მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის უდიდესი აღიარება, ეს არის აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასწია კოვიდ 19-თან ბრძოლაში. ეს ჩვენ ქვეყანას უკეთებს ისეთ პოზიციონირებას, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ტურისტისთვის უსაფრთხოება, უსაფრთხო გარემო, კოვიდ 19-ისგან თავისუფალი ზონა, იქნება პირველი პრიორიტეტი, რომლითაც ადამიანები გადაწყვეტენ, არიჩიონ სამოგზაურო მიმართულება“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

ტურიზმის ამომავალი ვარსკვლავები: ამ 7 ქვეყანას აქვს პოტენციალი, იქცნენ მთავარ ტურისტულ მიმართულებებად კორონავირუსის შემდგომ მსოფლიოში“ - ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გამოცემა Forbes-ი ავრცელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner