logo_geo
eng_logo
საქართველო და აშშ თორაძეების საქმეს ერთად გამოიძიებენ?- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
- +

2 ივნისი. 2020. 21:18

 

 

 

თორაძეების ოჯახის მკვლელობის  საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.

 

 

„თამარ თორაძე, რომელმაც ძმები თორაძეების მკვლელობის საქმეზე გამოძიების მოთხოვნით საქართველოს პროკურატურას მიმართა, ამერიკის მოქალაქეა. ამის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმართა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

ცნობისთვის, თორაძეების ოჯახის ტრაგედია 28 წლის წინ მოხდა. 1992 წლის თე­ბერ­ვალ­ში, ძმებს და მათ მე­გო­ბარს ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე ცე­ცხლი გა­უხ­სნეს. 1992 წლის 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მკვლელობას შეესწრო თორაძეების და თამარი, რომელიც მაშინ 13 წლის იყო. ის ამჟამად  პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით აშშ-ში ცხოვ­რობს. საქმე გამოძიებული არ არის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner