logo_geo
eng_logo
საქართველოს მოქალაქეებს თურქეთში სამკურნალოდ ვიზა დასჭირდებათ
- +

2 ივნისი. 2020. 21:47

 

 

თურქეთში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად ვიზა დასჭირდებათ.

 

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

 

თურქეთის რესპუბლიკაში სამედიცინო მომსახურების მისაღებად, მოქალაქეებმა და მათმა თანხმლებმა პირებმა, თურქეთის საერთაშორისო სამედიცინო მომსახურების სააგენტოს -“USHAŞ” მიერ გაცემული ნებართვის მიღების შემდეგ, საჭიროა, რომ აიღონ მიზნობრივი (სამკურნალო) ვიზა, რისთვისაც უნდა მიმართონ თბილისში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს საკონსულო სამსახურს ან ბათუმში თურქეთის გენერალურ საკონსულოს”,-აღნიშნულია წერია საელჩოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner