ბადრი ვადაჭკორია შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში გადაღებულ ზღაპრულ ფოტოებს აქვეყნებს და წერს:
„სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით...
15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი...
რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება!!!
P.S. კომენტარში მომწერა ჩემმა მეგობარმა პაატა სულაბერიძემ რომელიც ყველაზე კომპეტენტური გახლავთ ამ შემთხვევაშიც, რომ შეიძლება პარკის გახსნა გაცილებით ადრე მოხერხდეს ასე რომ დაველოდოთ... მადლობა პაატა!!!“