საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ნინო ახობაძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„იმ 90-იანებში ვინმეს რომ ეთქვა, აი, გაფიცებთ: სოფი ლორენი თბილისში ეკა ხოფერიას ინტერვიუს მიცემსო; დიდი წვიმა მოვა და მეორე დღეს სიგარეტზე ვერ გახვალ ქუჩაში, იმიტომ რომ ვეფხვი შეგჭამსო; შერონ სტოუნი ილია მეორესთან იტირებსო; კუტუნიო გლდანში იმღერებსო; პაატა ბურჭულაძე ნათელაშვილააბრაზნი ტიპი გახდებაო!!! ჯულიეტას ბიჭი ყოველ საღამოს ნერვებს დაგაგლიჯავთო; ვიღაცა დაცენტრილი პრეზიდენტი გახდება, მოხუცებს კბილებს დააძრობს და ეგრე დატოვებსო; გაიშნიკს ღიპი აღარ ექნება და "პრავასაც" ვეღარ ჩააწყობთო ; მისაღებ გამოცდებს კომპიუტერი ჩაიბარებსო; და ბოლოს:
რობი უილიამსი სტადიონზე ტრ@@კს მოგიშვერთო!!!!!!!
გაფიცებთ, ხომ გააფრენდიით??? სიცილით ხომ მაინც მოკვდებოდიით???
ნეტა ოცი წლის მერე რა იქნებაა?"