logo_geo
eng_logo
ნინო ახობაძე: 90-იანებში ვინმეს რომ ეს ეთქვა, ხომ გააფრენდით?!
- +

19 ივნისი. 2016. 17:47


საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი ნინო ახობაძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

იმ 90-იანებში ვინმეს რომ ეთქვა, აი, გაფიცებთ: სოფი ლორენი თბილისში ეკა ხოფერიას ინტერვიუს მიცემსო; დიდი წვიმა მოვა და მეორე დღეს სიგარეტზე ვერ გახვალ ქუჩაში, იმიტომ რომ ვეფხვი შეგჭამსო; შერონ სტოუნი ილია მეორესთან იტირებსო; კუტუნიო გლდანში იმღერებსო; პაატა ბურჭულაძე ნათელაშვილააბრაზნი ტიპი გახდებაო!!! ჯულიეტას ბიჭი ყოველ საღამოს ნერვებს დაგაგლიჯავთო; ვიღაცა დაცენტრილი პრეზიდენტი გახდება, მოხუცებს კბილებს დააძრობს და ეგრე დატოვებსო; გაიშნიკს ღიპი აღარ ექნება და "პრავასაც" ვეღარ ჩააწყობთო ; მისაღებ გამოცდებს კომპიუტერი ჩაიბარებსო; და ბოლოს:

რობი უილიამსი სტადიონზე ტრ@@კს მოგიშვერთო!!!!!!!

გაფიცებთ, ხოგააფრენდიით??? სიცილით ხომ მაინც მოკვდებოდიით???

 

ნეტა ოცი წლის მერე რა იქნებაა?"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner