logo_geo
eng_logo
ქეთი კოვზიაშვილი: ეს არის მავნებლობა და ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა!
- +

2 ივნისი. 2020. 23:08

 

 

 

 

შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქეთი კოვზიაშვილი ერთ-ერთი მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სპეციფიური თემები განსაკუთრებული სტანდარტების დაცვით უნდა გაშუქდეს.

 

 

„არის ძალიან მძიმე და სენსიტიური თემა, განსაკუთრებით როდესაც საკითხი არასრულწლოვანს ეხება.

 

რას ვგულისხმობ- ისედაც უმძიმესი თემაა, როდესაც არასრულწლოვანმა გოგონამ იმშობიარა, სავარაუდოდ ახალშობილი მოიშორა, შემდეგ ამ ახალშობილს პოულობს დასუფთავების სამსახური, რომელიც თავის მხრივ იძახებს პოლიციას - პოლიცია ექსპერტიზას და ცხედარი გადააქვთ ექსპერტიზაზე. ურთულესი თემაა ხო?

 

და ამ დროს რას აკეთებს ტვ პირველი?! არც რეკავს ფაქტების გადასამოწმებლად და ამ მძიმე ამბავს ხელოვნურად კიდევ უფრო ამძიმებს, რომ თითქოსდა ახალშობილი პოლიციამ იპოვა, პოლიეთილენის პარკში გაახვია და ნაგავში გადააგდო !!! შემდეგ ეს ცხედარი დასუფთავების სამსახურმა იპოვა და წაიღო..!

ეს არის ტყუილის შეგნებული ტირაჟირება! მავნებლობა და ელემენტარული ჟურნალისტური სტანდარტის დარღვევა!- წერს კოვზიაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner