თბილისში, კოსტავას ქუჩაზე რამდენიმე ადამიანს ყვავი დაესხა თავს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ის თვითმხილველმა განუცხადა. მათივე ინფორმაციით, ფრინველის თავდასხმის შედეგად რამდენიმე პირი მსუბუქად დაშავდა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებულები "ნიუ ჰოსპიტლსში" გადაიყვანეს. კლინიკაში შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ. დაშავებულები კლინიკიდან უკვე გაწერეს.
"5 პირს დააცხრა ყვავი. მათ მიიღეს მსუბუქი დაზიანებები. ჩვენს კლინიკაში გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება. მათი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია და გაწერილები არიან ბინაზე", - აცხადებენ "ნიუ ჰოსპიტალსში".