საფეხბურთო კლუბ „მილანისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილ კაპიტანს, პაოლო მალდინის კორონავირუსი დაუდგინდა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პაოლო მალდინისთან ერთად ასევე დაინფიცირებულია მისი შვილიც, დანიელ მალდინი. მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ისინი კარანტინში იმყოფებიან.
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 793 ადამიანი გარდაიცვალა, 4821 დაინფიცირდა, ხოლო 943 განიკურნა.