logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ბოკერიამ ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლობისტურ კომპანიებში დახარჯა
- +

3 ივნისი. 2020. 00:41

 

 

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულა.

 

კითხვაზე, თუ რატომ არ გამოიძია ეს საკითხი "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა: "მე არ ვარ პროკურორი, მიმართეთ პროკურატურას, მე არ ვიცი, მაგაზე პასუხი არ მაქვს."

 

"ბატონმა ბოკერიამ, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამოირჩევა ბრალდებებით, მოგეხსენებათ, რომ ცნობილი ფაქტია, რამდენიმე ათეული ლარი ბიუჯეტიდან წაიღო და ლობისტურ კომპანიებში დახარჯა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner