logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: როცა სააკაშვილი პოროშენკოს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, შენ იმავე შტაბში მუშაობდი, რომლის ბრძანებითაც სააკაშვილი თმით გაათრიეს...
- +

3 ივნისი. 2020. 01:49

 

 

მედია კავშირი „ონიექტივის“ მთავარი რედაქტორი ბონდო მძინარაშვილი გიორგი ვაშაძის შესახებ საუბრობს.

 

როცა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარე, თანაც კვალიფიციური სუბიექტის ლიდერი ხარ, როგორ შეიძლება სხვა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში დაქირავებული მენეჯერი იყო?!

 

როცა ამ სუფრაზე თამადობა გინდა, სხვა სუფრაზე მერიქიფედ როგორ გარბიხარ ანაზღაურების მისაღებად?!

 

როცა ამ ქვეყანაში აცხადებ, ოლიგარქს ვებრძვიო, სხვა ქვეყანაში ოლიგარქის სამსახურში როგორ დგები და იმ ოლიგარქის "აკლადჩიკი" როგორ ხდები?!

 

როცა სააკაშვილი პოროშენკოს უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა, შენ კი იმავე პოროშენკოს გამარჯვებისთვის მის საარჩევნო შტაბში მუშაობდი, იმ პოროშენკოსი, რომლის ბრძანებითაც სააკაშვილი თმით გაათრიეს და ისე გააგდეს ქვეყნიდან, სააკაშვილის მხარდაჭერის იმედი როგორ უნდა გქონდეს, პრემიერობა რომ გსურს?!“- განაცხადა მძინარაშვილმა დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში".

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner