პოეტი რეზო ამაშუკელი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებლური რელიგიის წინააღმდეგ გაჟღერებული დიდი ოდენობის ბრალდებები მართულია დაინტერესებული ჯგუფების მიერ.
„თუ რამე გადაარჩენს ამ ქვეყანას, გადაარჩენს მართლმადიდებლური ეკლესია. ამ კაცმა, როგორც მოსემ, ისე გამოატარა ქართველი ერი ამ სიბინძურეში და გადაარჩინა.
გავაერთიანებ ყველა ჩემს მომხრეს და ვინც პირს გააღებს პატრიარქის წინააღმდეგ... მერე არ დამიწყოთ კანონმორჩილი, დემოკრატიული ქვეყანა და ა.შ. კუდიანებზე ნადირობა დაიწყება!“- განაცხადა რეზო ამაშუკელმა ბონდო მძინარაშვილთან საუბარში.