ფოტოგრაფი ბადრი ვადაჭკორია შეკვეთილის დენდროლოგური პარკიდან გიგანტური და ულამაზესი ხეების ფოტოებს აქვეყნებს, რომელიც პარკში ვიზიტისას თავად გადაიო.
„ეს კი ის ხეები გახლავთ რომელთა ნაწილის არსებობაც არავის გაუგია იმათ გარდა ვინც შიშით შეჰყურებდა გიგანტურ ხეს თავის ეზოში და ლოცულობდა "არ მოსტკდეს და არ დაგვეცეს თავშიო" ამასობაში ამ გიგანტური ხით დაინტერესდა ერთი უცნაური პიროვნება და უზარმაზარი თანხაც გადაუხად მუდამ შეშინებულ ამ ხის მეპატრონეს, ეს ისე ისტორიისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ, უმადურ ხალხს გვენახა გიგანტური ხეების სიდიადე და აღგვექვა თუ რა მცირეები ვართ ბუნებასთან შედარებით, მე თვითონ ძალიან მიყვარს სიდიადე ამ გიგანტების და ამიტომაც რამდენიმე წლის წინ ამერიკაში ვიმოგზაურე სწორედ საქვოიების სანახვად და გადასაღებად...
სად ნახავ მსგავს სილამაზეს თუ არა შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, სადაც მეგობრებთან ერთად გუშინ 31 მაისს გახლდით...
15 ივლისიდან კი ნებისმიერ მსურველს შეგეძლებათ ესტუმროთ და დაათვალიეროთ ეს მართლაც უნიკალური, დასასვენებელი და ჰორიზონტ გასაფართოებელი პარკი...
რაც მთავარია შესვლა სრულიად უფასო იქნება!!!
P.S. კომენტარში მომწერა ჩემმა მეგობარმა პაატა სულაბერიძემ რომელიც ყველაზე კომპეტენტური გახლავთ ამ შემთხვევაშიც, რომ შეიძლება პარკის გახსნა გაცილებით ადრე მოხერხდეს ასე რომ დაველოდოთ... მადლობა პაატა!!!“