logo_geo
eng_logo
თამარ თორაძე: გიორგი რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის
- +

3 ივნისი. 2020. 11:17

 

 

“როცა კარზე მოგვადგნენ და ვერსად ვეღარ წავიდოდით, ფანჯრიდანაც დააკაკუნეს და გვითხრეს, რომ აგვაფეთქებდნენ. მეზობელთან ვიყავით. რურუას ხმა ახლაც ყურებში მესმის: თორაძეები აქ არიანო? მეზობელმა უთხრა, რომ მხოლოდ ბავშვები ვიყავით. რურუამ თქვა, დავხედავ და წავალთო. შემოვიდა, ატეხა სროლა, ჩემმა ძმამ დაუჭირა და უთხრა, რომ უიარაღოდ ვიყავით და გაჩერებულიყო, მაგრამ მაინც გადაუარა იარაღით, - განაცხადა „იმედის“ გადაცემაში „არენა“ თამარ თორაძემ, რომელსაც 1992 წელს ოჯახის წევრები დაუხოცეს.

 

 

„იარაღს გვიმიზნებდა და პირადად მე, თვალებში შემომხედა. ერთმანეთს თვალები გავუსწორეთ, ჩასწია იარაღი ქვემოთ და გააგრძელა სროლა. ჩემი ძმა, რომელიც მაშინ გადარჩა, ორი წლის შემდეგ მაინც გაიტაცეს და გვაფრთხილებდნენ, რომ არ გვეკითხა არაფერი, თორემ ჩვენც იგივე დაგვემართებოდა. მეც მემუქრებოდნენ. ეს ამბები ირაკლი ალასანიასგან გიორგი ხომასურიძეს მოჰქონდა ჩვენთან. ქელეხის გაკეთებასაც გვიკრძალავდნენ. მე არ წამიყვანეს გასვენებაში, რადგან იქ კიდევ ელოდნენ თავდასხმას“ - იხსნებს თამარ თორაძე.

 

 

არსებული ინფორმაციით, 1992 წელს თორაძეები „მხედრიონს“ დაუპირისპირდნენ. იმავე წლის თებერვალში ძმებ თორაძეებს ლაშას, კახასა და იმედოს, ასევე მათ მეგობარს, "მხედრიონმა" ცეცხლი გაუხსნა. 3 მარტს, ზაურ თორაძე, იზო ქურხულ-თორაძე და დაჭრილი ლაშა თორაძე ვერის სასაფლაოსთან ჩაცხრილეს. მას შემდეგ, ძმები ზაზა და პაატა თორაძეები უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

 

 

მკვლელობას თამარ თორაძეც შეესწრო, რომელიც მაშინ არასრულწლოვანი იყო. ეს საქმე ამ დრომდე გამოძიებული არ არის. 16 მაისს თამარ თორაძემ დონალდ ტრამპს, სენატორებს რიშსა და შაჰინს მიმართა.

 

 

დღეს თორაძეების მკვლელობის საქმეზე სამართლებრივი დახმარებისთვის საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აშშ-ის შესაბამის ორგანოებს მიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner