logo_geo
eng_logo
30 მილიონი ევრო ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის
- +

3 ივნისი. 2020. 11:19

 

 

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, გორგილაძის ქუჩაზე, გრიბოედოვისა და ჯავახიშვილის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში წყალარინების ახალი ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ მონაკვეთში სამუშაოების დასრულება და გზის საფარის კეთილმოწყობა თვის ბოლოსთვის იგეგმება.

 

პარალელურად ხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე არხისა და წყალარინების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

 

პროექტი ინტენსიურად მიმდინარეობს და მისი დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის ბოლომდე.

 

ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად მიმდინარეობს.

 

აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება 30 მილიონამდე ევროს შეადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner