ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაასტურა.
„მინდა გითხრათ, რომ მე ვმუშაობ - ვაგრძელებ მუშაობას, უამრავი საქმე გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.
გავრცელებული ცნობით, მარტში შესაძლოა სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს. არაოფიციალური ცნობით, თანამდებობის დატოვება მოუწევს ნოდარ ხადურსაც, რომლის შემცვლელადაც ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელდება.