logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია: ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, დაგაბრალოს ის, რასაც თვითონ მუდმივად სჩადიოდა
- +

3 ივნისი. 2020. 12:00

 

 

“ოპოზიცია იყენებს ფაშისტურ იდეოლოგიას” - მაქსიმალურად ცდილობენ დაგაბრალონ ის, რასაც თვითონ მუდმივად სჩადიოდნენ. ამით ისინი ცდილობენ შეფუთონ თავიანთი ქმედებები, რომ შენ ვერ გაბედო მათზე ზედმეტის თქმა,” - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ ანალიტიკოსმა, ირაკლი ლატარიამ განაცხადა.

 

 

„ძალიან რთული მოსასმენი და საყურებელია ის, რაც დღეს რურუასთან დაკავშირებით ხდება. ხშირად ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რატომ ვცხოვრობთ ისევ ქვეყანაში, სადაც ხმის ამოღებას ბედავენ ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრი წლის წინ უნდა მოხვედრილიყვნენ ციხეში. თუ დავაკვირდებით, ოპოზიცია იყენებს ფაშისტურ იდეოლოგიას - მაქსიმალურად ცდილობენ დაგაბრალონ ის, რასაც თვითონ მუდმივად სჩადიოდნენ. ამით ისინი ცდილობენ შეფუთონ თავიანთი ქმედებები, რომ შენ ვერ გაბედო მათზე ზედმეტის თქმა. ეს არის ტრაგედია, როდესაც აპრიორი იცი, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა, მაგრამ ვიღაცა მას პოლიტპატიმარს უწოდებს.

 

 

მარტივ მაგალითს მოვიყვან - როგორ მდგომარეობაში გამოვიდა ციხიდან პოლიტპატიმარი მოლაშვილი და როგორ გამოიყურებოდნენ „პოლიტპატიმრები“ მერაბიშვილი და უგულავა, როდესაც ციხიდან გათავისუფლდნენ. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ ხმაური, რაღაც დაგაბრალონ და პოლიტპატიმრებზე ისაუბრონ, სხვა გზა მათ უბრალოდ არ დარჩათ. მხოლოდ ასე შეძლებენ არჩევნებზე თავისი ჩავარდნის „გამართლებას“. როდესაც 2011 წლიდან შენ ცდილობ შეცვალო ხელისუფლება და შემდეგ ხელისუფლებაში მოდის გარკვეული ძალა, რომლის ოპოზიციაშიც არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წლების წინ სააკაშვილს გიჟს უწოდებდნენ, ახლა კი მის გვერდით არიან - მათთვის რა თქმა უნდა შენ იქნები ისეთი, როგორებიც თვითონ არიან. მათი მიზანია, დაგაკომპლექსონ და ხალხში დაამკვიდრონ აზრი, რომ ყველა, ვინც სიკეთეს უჭერს მხარს, ამას ფულის სანაცვლოდ აკეთებს. მათ უნდათ, რომ ეს ეჭვი შეიტანონ საზოგადოებაში, მაგრამ ვერ გამოუვათ“, - განაცხადა ლატარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner