ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეემთხვა, ჟურნალისტი ირაკლი მანაგაძე ეხმაურება:
„წინა სტატუსი წავშალე - რატომ წავშალე პასუხი ამ ვიდეოშია - რაც არ უნდა ძნელი იყოს, ვიღაც შიზოფრენიკისგან სიტყვიერი შეურაცხყოფის ატანა, გიწევს აიტანო იმიტომ, რომ პროფესიონალი ხარ! კამერას და შტატივს აგდებ და მიდიხარ ცხვირის გასანგრევად, მთლად პროფესიონალიზმი არაა. კიდევ ერთხელ ვამბობ კოლეგებო, უნდა დავდგეთ ყველაფერზე მაღლა, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს ეს!", - წერს მანაგაძე.