logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ნიკა გვარამია, გააკეთე კომენტარი, არ გამოდის თქვენი სოლიდარობა, ვერ „პრავდებით“
- +

19 ივნისი. 2016. 19:56


ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც „რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეემთხვა, ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა ეხმაურება:


რამდენიმე პოსტი მივუძღვენი რუსთავის 2-ის ჟურნალისტებს და თანადგომა გამოვუცხადე, გავემიჯნე ძალადობას და თურმე სად ბანაობ? ათი წუთი არ დამცალდა მათი სოლიდარობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული მასალა, სადაც თვალნათლივ ჩანს, მოშორებით მდგომი რუსთავი2-ის ოპერატორი როგორ იხსნის ვიდეოკამერას, როგორ მშვიდად იძვრება ადგილიდან, მერე მირბის და როგორ გამეტებით ურტყამს უცნობ ადამიანს! ახლა სადაა ძალადობა? ნიკა გვარამია გააკეთე კომენტარი, არ გამოდის თქვენი სოლიდარობა არაა, ვერ პრავდებით", - წერს ჟურნალისტი.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner