logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისთვის გიორგი რურუა არის საბაბი, რომ შეთანხმებიდან გადაუხვიონ და ქუჩაში გამოვიდნენ
- +

3 ივნისი. 2020. 17:50

 

 

“ოპოზიციურმა სპექტრმა კეთილი უნდა ინებოს და გიორგი რურუაზე აპელირებას თავი დაანებოს, იმიტომ, რომ რურუა, ამ შემთხვევაში, უფრო საბაბია, ვიდრე - მიზეზი, - ამის შესახებ იურისტმა თამთა მეგრელიშვილმა „PosTV-ს“ ეთერში, „პოლიტიკურ პოსტთან“ საუბრისას განაცხადა.

 

 

„ესაა საბაბი, რომ გადაუხვიონ შეთანხმებიდან და გამოვიდნენ ქუჩაში, თუმცა ამას რამდენად მოახერხებენ, სხვა საკითხია. მათი სქემა იწყება [2019 წლის] 20-21 ივნისის გამოსვლებიდან და მიზანი იყო, რომ ზოგადად, სახელმწიფოებრივი, სისტემური მდგრადობისთვის შეექმნათ საფრთხე. ეს ვერ გამოუვიდათ. შემდეგ იყო სხვა მცდელობები: თქვენ ნახეთ საკანონმდებლო ორგანოს დაბოქლომება და ა.შ. ეს იყო მცდელობები იმისა, რომ პროცესების კანონის ფარგლებში განვითარებას საფრთხე შექმნოდა. დღეს მივედით იქამდე, რომ პრეზიდენტი წავიდა დათმობაზე და ქართველმა ხალხმა გადავიხადეთ იმის ხარკი, რომ ვალდებულება ამ ჭრილშიც შესრულდეს, მაგრამ ვხედავთ იმასაც, რომ ახლა რურუათი ჩაანაცვლეს და ახლა ისაა საბაბი იმისა, რომ ამ შეთანხმებას საფრთხე შეექმნას“ - განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

 

 

ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით 8 მარტს შეთანხმდნენ. თუმცა ოპოზიცია აცხადებს, რომ თუ გიორგი რურუა არ გათავისუფლდა, ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner