logo_geo
eng_logo
თემურ ქორიძე: ბოკერია-ბოკუჩავას რურუა ფეხებზე ჰკიდია!
- +

3 ივნისი. 2020. 22:07

 

 

ირნალისტი თემურ ქორიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცბლელად გთავაზობთ.

 

„ჟორიკა (გიორგი) რურუაზე აზრი საჯაროდ არასოდეს გამომითქვამს და ვერც ახლა გამოვთქვამ - იგი ჩემი მეგობრის, დიდებული ადამიანის, ვახო რურუას შვილია და მოწაფეობის დროიდან ვიცნობ.

 

ღმერთმა ინებოს, უდანაშაულო აღმოჩნდეს და გაათავისუფლონ. ამ ჩვენი ყოვლისმცოდნე ოპოზიციისა მიკვირს, ხელისუფლებისგან მის გათავისუფლებას რომ ითხოვს. რა პრინციპით უნდა გაათავისუფლონ - პროკურატურამ ბრალდება უკან წაიღოს? გახარიამ ბრძანება გამოსცეს? სასამართლო განხილვის პროცესში პრეზიდენტმა შეიწყალოს? დაუჯერებელია, მთელმა ოპოზიციამ ამდენი არ იცოდეს. იცის, როგორ არ იცის, მაგრამ მას საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის ხმის მიცემა არ უნდა, კიდევ ერთი არეულობის კერა უნდა. ეს არის და ეს, თორემ ბოკერია-ბოკუჩავას რურუა ფეხებზე ჰკიდია...“ - წერს ქორიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner