logo_geo
eng_logo
ექსპერტ-კრიმინალისტმა გაზგასამართ სადგურზე ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო-შსს განცხადებას ავრცელებს
- +

3 ივნისი. 2020. 22:35

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა.

 

მომხდარის შედეგად, ექსპერტ-კრიმინალისტმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.“- აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner