კოალიცია „ჩვენი უფლებებისთვის" თავმჯდომარე დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო და სახალისო სტატუსს აქვეყნებს:
„გუშინ, საღამოს თავი მტკიოდა, წამალი დავლიე და სავარძელში ჩავჯექი...
ცოტა ხანში ტელევიზორში „კურიერის" სპეციალური გამოშვება დაიწყო... ვუყურებ, „ნაციონალრი მოძრაობის" ოფისიდან პირდაპირი ჩართვაა, გამოდიან „ნაცების" ლიდერები აცრემლებული თვალებით და ბოდიშებს იხდიან - შეგვინდეთ ხალხო, რაც ცხრა წელი გტანჯეთ და გაწამეთო, მთელი ჩვენი გუნდი პოლიტიკას ვტოვებთ და სამუდამოდ გემშვიდობებითო...
ამას მეორე პირდაპირი ჩართვა მოჰყვა,ოპერიდან ბურჭულაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება - ხალხო, მივხვდი ჩემს შეცდომას, გპირდებით დღეიდან, ოპერიდან, გარეთ ცხვირს აღარ გამოვყოფ და მხოლოდ ჩემი პროფესიით ვიქნები დაკავებულიო... მესამე ჩართვა უკვე „გირჩის" თავკაცთან მოხდა, რომელმაც ბრძანა - დღეიდან ჩემი მიზანი ცხოველთა, კერძოდ ციყვისებრთა უფლებების დაცვა იქნებაო... ბოლო ჩართვა კი ვაშაძესთან იყო,იდგა პარლამენტთან კოკისპირულ წვიმაში და კითხულობდა - მე რა ვქნა, მეო?! ბოლოს განაცხადა - ნუ კარგი, ჯანდაბას, მე სოკოს ახალ ჯიშს გამოვიყვანო...
ვაშააა... ძლივსსს... გვეშველააა... ვსკანდირებ ხმამაღლა და უცებ ჩემს ყვირილზე არ გამეღვიძა... და ეს ყველაფერი მხოლოდ სიზმარი იყო?!ტფუუუ!!!"