logo_geo
eng_logo
ბადრი ვადაჭკორია: თენგიზ სულხანიშვილი, ეს მართლაც მეგა ჟურნალისტი... ძალიან ენატრებოდა საქართველო...
- +

4 ივნისი. 2020. 01:33

 

 

ბადრი ვადაჭკორია ცნობილი ჟურნალისტის, თენგიზ სულხანიშვილის შესახებ საინტერესო ამბებს იხსენებს.

 

თენგიზ სულხანიშვილი, ეს მართლაც ტელევიზიის მეგა ჟურნალისტი, ვაშინგტონში გარდაიცვალა... ძალიან, ძალიან გული დამწყდა ბოლოს 27 მარტს ვისაუბრეთ ძალიან ენატრებოდა საქართველო და მონატრებას ჩემი ფეისბუქური პუბლიკაციებით ირბილებდა...

ძალიან ხშირად, გვიან ღამემდე ჩვენი დროით, ვსაუბრობდით ყველაფერზე, მის ოჯახზე, წარმატებებსა თუ წარუმატებლობაზე, ვიგონებდით ძველ გარდაცვლილ თუ ჯანმრთელად მყოფ მეგობრებს.. ბოლო პერიოდში ხშირად მეპატიჟებოდა თავისთან ვაშინგტონში, მეც ჩასვლას ვაპირებდი 20 მარტიდან, იქედან მექსიკასა და ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში უნდა გადავბარგებულიყავი სადაც ფესტივალზე გახლდით მიწვეული, თენგიზი კი როგორც ყველას გულშემატკივარი უკვე იმ ქვეყნებში ჩემს მომავალ მასპინძლებს არჩევდა... მანამდე კი მაროკოში ჩემს მომავალ მასპინძელს ესაუბრა და იქაც საქმე "ჩამიწყო"...

 

"დიდი ბიჩი" ასე შეარქვა ცნობილმა ამერიკელმა ბიზნესმენმა და საქართველოს მეგობარმა ბობი უოლშმა თენგიზს, მართლაც დიდი, ძალიან დიდი იყო თენგიზი როგორც ადამიანი და როგორც განუმეორებელი პროფესიონალი...

 

ძალიან, ძალიან გული მწყდება წარსულ დროში რომ მიწევს დიდ მეგობარზე საუბარი..

 

ეს ფოტოები 1987 წლის აგვისტოშია გადაღებული ამერიკელი სუპერ ვარსკვლავის რობერტ დე ნიროს და მისი ქალიშვილისა და ბიჭუნას სტუმრობისას საქართველოში.“- წერს ვადაჭკორია.

 

http://reportiori.ge/inside.php?menuid=3&id=125149

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner