logo_geo
eng_logo
ეკატერინე ტიკარაძე: მეზობელ ქვეყანაში კავასაკის სინდრომის დაფიქსირების ფაქტი საყურადღებოა
- +

4 ივნისი. 2020. 01:56

 

 

როდესაც მეზობელ ქვეყანაში მსგავსი ფაქტი ფიქსირდება, ჩვენც გარკვეულ მზაობას ვიწყებთ - ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი სომხეთში კავასაკის სინდრომის დაფიქსირების ფაქტს. ამ თემაზე ეკატერინე ტიკარაძემ გადაცემა „ღია ეთერში" ისაუბრა.

 

კავასაკის სინდრომის მხოლოდ 85 შემთხვევაა მსოფლიოში. რა თქმა უნდა, ეს საყურადღებოა. ამ ტიპის დაავადების გავრცელება ხდება მცირეწლოვან ბავშვებში, ძირითადად, რვა წლამდე ასაკში; მას ტიპიური მიმდინარეობა აქვს და ჩვენს ექიმებს აქვთ საკმარისი კვალიფიკაცია, რათა დროულად მოახდინონ დიაგნოსტირება. რაც შეეხება მკურნალობას და მედიკამენტებს, ვიტყოდი, რომ არის დაავადებები, რომლებიც უფრო სიმპტომური მიდგომით იკურნება; ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ჩვენთან მსგავსი სინდრომით პაციენტი დაავადდება, არ გვექნება მკურნალობის პრობლემა." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, კავასაკის დაავადება სომხეთში 4 წლის კოვიდინფიცირებულ ბავშვს დაუდგინდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner