logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს მიმართ ფულადი სანქციის დაკისრება
- +

4 ივნისი. 2020. 02:13

 

 

იქედან გამომდინარე, რომ გადავედით სხვა ეტაპზე, გაუქმდა საგანგებო მდგომარეობა, ჩვენ გვჭირდება ადაპტირება ახალ სიტუაციასთან. პირველი საკითხი, რაც აქ დაისმის არის პირბადე, რომელიც უნდა იყოს ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი იმისათვის, რომ უზრუნველყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვა - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

 

საერთაშორისო სტანდარტები, ჯანდაცვის სამინსიტროს რეკომენდაციებიც მიუთითებენ იმაზე, რომ დახურულ საჯარო სივრცეში აუცილებელია პირბადის ტარება. ჩვენი თვითმიზანი არ არის ვინმეს მიმართ ფულადი სანქციის დაკისრება. ჩვენი მიზანია პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ ვალდებულებას რომელიც საზოგადოების წინაშე გვაქვს. პირბადე იქნება საჭირო ყველა დახურულ საჯარო სივრცეში, პირბადე ასევე აუცილებელი იქნება საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ცალკე რეგულირებას დაექვემდებარება ფიზიკური პირი და ცალკე რეგულირებას დაექვემდებარება იურიდიული პირი. ჩვენ მაქსიმალურად რაციონალურად დაბალანსებულად გვინდა საკითხის დარეგულირება იმისთვის, რომ ეს არ იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის დამატებითი ტვირთი. ეს უნდა იყოს ეფექტიანი მექანიზმი, რომ მთავრობამ შეძლოს აქამდე წარმატებით მიღწეული შედეგი, კიდევ უფრო გააუმჯობესოს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner