„COVID-19-ის დასასრულს ამ ეტაპისთვის არ ველოდებით. ჩვენ ნელ-ნელა ვაუმჯობესებთ კორონავირუსის მართვის შესაძლებლობლებს, ვინაიდან ჩვენ უფრო და უფრო მეტი ვიცით მის შესახებ, თუ როგორ ვრცელდება ის, ასევე როგორ ვპოულობთ კონტაქტებს და ა.შ“ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ეკატერინე ტიკარაძემ ე.წ. „საბურთალოს კლასტერზეც“ ისაუბრა.
„მოიხსნებოდა ეს რეგულაციები თუ არა, საბურთალოს კლასტერი აუცილებლად იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მოქალაქეებს არ უნდა შეეპაროთ ეჭვი იმაში, რომ ჩვენ კვლავ ფრთხილ ნაბიჯებს ვდგამთ და შესაბამისად, კონტროლი ისევე როგორც მანამდე, ახლაც საკმაოდ მკაცრია ჩვენი მხრიდან და რეალურად მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა, თუმცა ამავე დროს არაა სასურველი, რომ ჩვენი მოქალაქეები მოდუნდნენ. ჩვენ ვაკვირდებით ახლა, თუ როგორია ჩვენი მოქალაქეების ქცევა და მნიშვნელოვანია, რომ მათ ყველა ღონისძიება დაიცვან. ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და ყველა ეს ზომა უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ დღეს, არამედ ხვალ, ზეგ, ერთი კვირა, ერთი თვე და ა.შ“,- აღნიშნა მინისტრმა.