logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: დაახლოებით 6 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო
- +

4 ივნისი. 2020. 02:36

 

 

ადამიანის უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევებს უწოდებენ წარსულს, მაშინ, როდესაც ეს არის აწმყო. ჩვენთვის, „ქართული ოცნებისთვის“ ადამიანის უფლებები იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სიკეთე, რის დაცვასაც უნდა ემსახურებოდეს გუნდი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ბიუჯეტიდან დაახლოებით 6 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო, რათა იმ ადამიანებისთვის, ვისი უფლებებიც იყო დარღვეული კომპენსაცია გადაგვეხადა. რა თქმა უნდა, ვერანაირი კომპენსაცია ვერ იქნება იმ უფლების აღმდგენი, რაც მათ შეელახათ. შესაბამისად, დღეს ჩვენ გვიწევს 6 მილიონამდე თანხის გადახდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პირობებში ჩადენილი დარღვევებისთვის და საუბარია სიცოცხლის ხელყოფაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე. ეს უმძიმესი დანაშაულებია. არცერთი ოპოზიციური ჯგუფი „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერიდან არ დასწრებია საკომიტეტო განხილვას.

2019-2020 წელს არის მიღებული ის გადაწყვეტილებები, რომელიც შეეხება მაგალითად, ციხის ბუნტის საქმეს, ვაზგაშვილის და შანავას საქმეს. ამას ეს ადამიანები წარსულს უწოდებენ და რეალურად დღეს განიხილავს სტრასბურგი ამ გადაწყვეტილებებს და დარწმუნებული ვარ, კიდევ არაერთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამ 600 საქმეში, რომელიც კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას და ხაზს გაუსვამს მათი რეჟიმის დროს უფლებების სისტემურ დარღვევას“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner