„ქართული ოცნების“ გუნდი თითქმის ყველა არჩევნებზე განახლდა, ძალიან დიდი განახლება მოხდა 2016 წელს. შესაბამისად ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ჩვენი გუნდის როგორც მოქმედი, ასევე სამომავლო წევრები იყვნენ კვალიფიცირი კადრები, რომლებიც იქნებიან ქვეყნის სამსახურში ჩვენი საზოოგადოების ინტერესებისთვის- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ის წინასწარ ვერ გააჟღერებს. „იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც დღეს არიან გუნდში და რა თქმა უნდა გვეყოლება განახლებული კადრები, რომლებიც თითქმის შერჩეულები არიან“- აღნიშნა ოხანაშვილმა.
კითხვაზე, დარჩება თუ არა ის გუნდში, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ეს გუნდის გადასაწვეტია. „მე მზად ვარ ქვეყნის სამსახურში, გუნდს სადაც დასჭირდება, იქ ვიმსახურო“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.