logo_geo
eng_logo
გია მაისაშვილი: პოლიციელმა დამიძახა - ბატონო გია! ნიღბიანმა 10 -12 მეტრის მანძილიდან მესროლა...
- +

19 ივნისი. 2016. 21:29


გია მაისაშვილი გადაცემა „იმედის დროში" მისთვის ყველაზე უსიამოვნო შემთხვევას იხსენებს, რომელმაც მის ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.


„ფიზიკური ტრავმა რომელიც 2009 წლის 6 მაისს მივიღე, როდესაც პოლიციის შენობის დაძლევა ხდებოდა, ახალგაზრდების გადაძრომა და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ სისხლისღვრა მოხდებოდა, შევეცადე ეს შემეჩერებინა.

გავიგე პოლიციელის ხმა- ბატონო გია! მოვიხედე და დავინახე ნიღბიანი პოლიციელი, დაახლოებით 10-12 მეტრის მანძილიდან მესროლა ეს პლასტიკური ტყვია."- განაცხადა მაისაშვილმა.



ახლა რომ დავფიქრდეთ, ღირდა ჯანმრთელობის ფასად?- ჟურნალისტის შეკითხვას მაისაშვილმა ასე უპასუხა:



„რა საკვირველია არ ღირდა, უბრალოდ შემრცხვა იქიდან წამოსვლა, როცა დავინახე, რომ ეს ბავშვები მიძვრებოდნენ და იქ აღარავინ აღარ იყო პატრონი."

 

 

შეგახსენებთ, რომ მაისაშვილის მხარდასაჭერად  გახსნილია ანგარიშები.

 

 

მიმღები ბანკის კოდი: KSBGGE22

 

მიმღები ბანკის დასახელება: ტერაბანკი

 

მიმღების ანგარიში: GE21 KS00 3601 0130 7995 01 GEL, USD.

 

მიმღების დასახელება: თამარ კაპანაძე - მეუღლე

 

კონტაქტი +995 577 577717 / +995 595 008885

 

 

გია მაისაშვილი უკვე წელიწადზე მეტია სიმსივნეს ებრძვის.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner