გია მაისაშვილი გადაცემა „იმედის დროში" მისთვის ყველაზე უსიამოვნო შემთხვევას იხსენებს, რომელმაც მის ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია.
„ფიზიკური ტრავმა რომელიც 2009 წლის 6 მაისს მივიღე, როდესაც პოლიციის შენობის დაძლევა ხდებოდა, ახალგაზრდების გადაძრომა და ეს იყო ნიშანი იმისა, რომ სისხლისღვრა მოხდებოდა, შევეცადე ეს შემეჩერებინა.
გავიგე პოლიციელის ხმა- ბატონო გია! მოვიხედე და დავინახე ნიღბიანი პოლიციელი, დაახლოებით 10-12 მეტრის მანძილიდან მესროლა ეს პლასტიკური ტყვია."- განაცხადა მაისაშვილმა.
ახლა რომ დავფიქრდეთ, ღირდა ჯანმრთელობის ფასად?- ჟურნალისტის შეკითხვას მაისაშვილმა ასე უპასუხა:
„რა საკვირველია არ ღირდა, უბრალოდ შემრცხვა იქიდან წამოსვლა, როცა დავინახე, რომ ეს ბავშვები მიძვრებოდნენ და იქ აღარავინ აღარ იყო პატრონი."
შეგახსენებთ, რომ მაისაშვილის მხარდასაჭერად გახსნილია ანგარიშები.
მიმღები ბანკის კოდი: KSBGGE22
მიმღები ბანკის დასახელება: ტერაბანკი
მიმღების ანგარიში: GE21 KS00 3601 0130 7995 01 GEL, USD.
მიმღების დასახელება: თამარ კაპანაძე - მეუღლე
კონტაქტი +995 577 577717 / +995 595 008885
გია მაისაშვილი უკვე წელიწადზე მეტია სიმსივნეს ებრძვის.