logo_geo
eng_logo
სოფელ ქვახვრელში დოეს-გრაკალის სარწყავი არხი გაიწმინდა
- +

4 ივნისი. 2020. 13:51

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული ფართობების გაზრდის მიზნით, სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად ახორციელებს.

 

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში,  დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემის აღდგენითი სამუშაოები დასრულდა.  სოფელ ქვახვრელში ხე-მცენარეებისა და ბუჩქნარისაგან  არხის 1000 მეტრიანი მონაკვეთი გაიწმინდა.

 

ექსპლუატაციის პროგრამით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზარდა, რაც სოფელ ქვახვრელის, უფლისციხის, დოესისა და გრაკალის დამატებით 100 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს, ხოლო 400 ჰექტარზე მეტ მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდებას გააუმჯობესებს.

 

დოეს-გრაკალის სარწყავი არხის აღდგენითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.

 

დოეს-გრაკალის სარწყავი სისტემა წყალს მდინარე მტკვარზე მოწყობილი სათავე- ნაგობობიდან  იღებს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner