„დააბრალო სხვას ის, რასაც შენ აკეთებ, ეს სააკაშვილისეული ერთ-ერთი მეთოდია და ელისაშვილიც ამ გზას მიჰყვა", - ამ განცხადებას ეკა ბესელია „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში აკეთებს. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინფორმაცია, რომ ელისაშვილი თავად იყო ჩაფლული სხვადასხვა კორუფციულ საქმეებში; რომ კეთილსინდისიერი არ იყო მისი საქმიანობა და ამაზე ადამიანები ალაპარაკდნენ.
„იყო სხვადასხვა ინფორმაცია და მე მსმენია, რომ ელისაშვილი თავად იყო ჩაფლული სხვადასხვა კორუფციულ საქმეებში; რომ კეთილსინდისიერი არ იყო მისი საქმიანობა და ამაზე ადამიანები ალაპარაკდნენ. დააბრალო სხვას ის, რასაც შენ აკეთებ, ეს სააკაშვილისეული ერთ-ერთი მეთოდია და ელისაშვილიც ამ გზას მიჰყვა. მისმა თავდასხმამ ჯერ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული პირების მიმართ გამოიწვია საპასუხო რეაქცია და ელისაშვილმა უკან დაიხია, უარყო თავისივე განცხადებები და კიდევ ერთხელ მოიტყუა, არაფერი მითქვამს ამაზეო. პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ პირთა მიმართ მას თავისი აგრესია აქვს, რადგან ტელეკომპანია „კავკასიის" ეთერში დაკავებული პირების საქმეზე ბრალდების მოწმედ გამოდიოდა... ეს ბიჭები კი ჩვენ გავათავისუფლეთ, როცა ხელისუფლებაში მოვედით. ამდენად ელისაშვილის აგრესია ამ პოლიტპატიმრების მიმართ გასაგებია და არ მიკვირს. შემდეგ იმისაც არ შერცხვა, მისგან ამ განცხადებით კიდევ მეტად დაზარალებულ პატიმრობაში მყოფ ზაუტაშვილს რომ შეხვდა და საკუთარი მეგობარი, ადვოკატი შესთავაზა. რატომ? ვინმეს დააჯერებს, რომ იმ პატიმრებზე ფიქრობს? არა, რასაკვირველია. ასეთი ადამიანი ყველაფრის მკადრებელია. და კიდევ, რაც საყურადღებოა, აღშფოთებული პატიმრების ბევრი წერილი მივიღე, რომლებიც ღიად და დაუფარავად წერენ ელისაშვილის ქმედებებზზე", - განაცხადა ბესელიამ.