logo_geo
eng_logo
იგორ კვესელავა: ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად
- +

4 ივნისი. 2020. 18:42

 

 

“ეს იყო დროებითი გაერთიანება და ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად. სხვა პერპექტივა არ ჰქონდათ, რადგან ყველა მათგანს აქვს მხოლოდ უაზრო პრეტენზიები პირველობაზე” – ასე ეხმაურება პოლიტოლოგი იგორ კვესელავა “გაერთიანებულ ოპოზიციაში” საერთო მაჟორიტარების პროექტის ჩავარდნის პროცესს.

 

 

„მომავალ არჩევნებში მაჟორიტარობის კანდიდატების შერჩევაში მონაწილე ოპოზიციური პარტიების რაოდენობა დღითიდღე მცირდება. ოპოზიციურ სპექტრს გამოეყო ირაკლი ოქრუაშვილის “გამარჯვებული საქართველო” და საპარლამენტო არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატების დამოუკიდებლად წარდგენას აპირებს. მანამდე მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის პროცესიდან გასვლის შესახებ ღიად განაცხადა მოძრაობამ “ლელო საქართველოსთვის”. მოსალოდნელია, რომ ამ ფორმატიდან ბურჯანაძეც გავიდეს. მაჟორიტარობის ერთიანი კანდიდატების შერჩევის საკითხზე კონსულტაციებს ჯერჯერობით აგრძელებენ “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო” და ლეიბორისტული პარტია”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად” – იგორ კვესელავა.

 

 

“კიდევ ბევრ რამეს ნახავს საზოგადოება არჩევნებამდე, რა დომხალიც ტრიალებს ოპოზიციაში. გასაკვირი არ უნდა ყოფილიყო ის, რომ მაჟორიტარებზე და თუ ვინ იქნებოდა სიის პირველ რიგებში ერთმანეთის ბრდღვნას დაიწყებდნენ. სხვანაირად ეს არ მოხდებოდა, ეს იყო დროებითი გაერთიანება, რადგან ამათ ყველას აქვთ უაზრო პრეტენზიები პირველობაზე. ხელისუფლებაში დასაბრუნებლად კი ყველა მეთოდს იყენებენ. ფიქრობენ, რომ აქვთ კავშირები, ერთი ორი რომ შეაგულიანებთ, “მიდით, ბიჭებო, ჩვენ აქ ვართო”, მაგრამ მერე აღმოჩნდება, რომ მათ გვერდით აღარ არიან, რადგან უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში არავინ ჩაერევა. ასევე ჰგონიათ, რომ ქმნიან ახალ ქართულ პოლიტიკას, მერე ვინ ქმნის – ოქრუაშვილი, უგულავა, ბოკერია თუ სხვები; რა დაუთესიათ, ან რა მოუმკიათ? ასე რომ, ნათელაშვილის ფანჩატური დარჩა ფანჩატურად. რურუას გამო საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერენ, ნუ დაუჭერენ, არჩევნები მაინც ჩატარდება და ოპოზიციას არანაირი შანსი არა აქვს დაბრუნდეს ხელისუფლებაში; ამას ვამბობდი ერთი წლის წინ, ვამბობ ახლა და მომავალშიც ვიტყვი. დამისახელეთ ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ან რომან გოცირიძეს, ან ვაშაძეს, სამადაშვილს, ნადირაშვილს…”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იგორ კვესელავა.

 

 

“შალვა ნათელაშვილმა შეიძლება ორი-სამი კაცი გაიყვანოს მომავალ პარლამენტში. 5 კაცი გაიყვანონ ნაციონფლებმა. ბოკერიამ 3 კაცი… “ოცნებას” კი უკვე ჯიბეში უდევს 51%-ი. ეს ერთი მხრივ იმითაც არის განპირობებელი, რომ ძალიან სუსტი ოპოზიცია ჰყავს. რაც შეეხება გახარიას პოლიტიკურ მომავალს, ასე რომ წუხს ოპოზიცია, ორშაბათს იწყებენ და მეორე ორშაბათამდე გაიძახიან, გახარია გადაგებაო. თუ გახარია თანამდებობას დატოვებს, ეს უკიდურესი აუცილებლობით იქნება გამოწვეული, რათა მისი გამოცდილება გამოყენებული იქნას პარტიის გასაძლიერებლად. პარტია “ოცნებას” კი მართლაც სჭირდება გაძლიერება,” – დასძენს კვესელავა.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner